 |
 |
|
პროგრამა WebSnap დაგეხმარებათ html საიტის გრაფიკულ ფორმატში გარდაქმნაში
ქვემოთ გაეცნობით თუ როგორ გამოიყენოთ იგი.
|
WebMix WebSnap html-გვერდების ფოტოგრაფირება
WebMix WebSnap -
მოხერხებული და მარტივი პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ
გარდაქმნათ HTML ვებ-გვერდები გრაფიკულ ფორმატში.
ერთი დაჭერით შეგიძლიათ მთელი ვებ-გვერდის ფოტოგრაფირება,
და შედეგის შენახვა JPG, BMP, TIFF, PNG, TGA ან GIF გრაფიკულ ფორმატში.
პროგრამას გააჩნია მარტივი ინტუიტიურად გასაგები ინტერფეისი.
ინტეგრირებული ბრაუზერით, შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტ გვერდები პირდაპირ
WebMix WebSnap-ში, და რაც მოგეწონებათ გადაიღეთ იქვე.
პროგრამის ინსტალაციის შემდეგ, რეკომენდებულია მიუთითოთ სამუშაო პარამეტრები
(File > Options…),
სად შეინახავს გამოსახულებებს, რა ფორმატში და შენახვის როგორი მეთოდით
– ავტომატური თუ არაავტომატური.
ფაილების ავტოშენახვის რეჟიმი, ფაილის სახელს ირჩევს ავტომატურად,
რაც გამორიცხავს უკვე არსებული ფაილების დაკარგვას.
რენდერერის როლში, გამოიყენება Microsoft
Internet Explorer. რაც უზრუნველყოფს მაღალ თავსებადობას საიტებთან,
აგრეთვე დამატებით კომპონენტებთან, როგორებიცაა Flash ანიმაციები,
Java აპლეტები, ActiveX ელემენტები და სხვა.
პროგრამით ფოტოგრაფირებული გვერდების მაგალითები
მუშაობს Windows 2000/XP/Vista ოპერაციულ სისტემებში.
სისტემური მოთხოვნები:
- ოპერაციული სისტემა: Windows 2000/XP/2003
- ვებ ბრაუზერი: Internet Explorer 5.5 ან უფრო ახალი
მუშაობის დაწყება
- დააინსტალირეთ პროგრამა.
- გაუშვით WebMix WebSnap.
- Options დიალოგურ ფანჯარაში მიუთითეთ სასურველი პარამეტრები.
- მიუთითეთ URL მისამართი შესაბამის ველში და გადადით ამ მისამართზე.
- ვებ-გვერდის ფოტოგრაფირებისთვის დააჭირეთ Snap... ღილაკს
WebMix WebSnap შეგიძლიათ გადმოტვირთოთ აქედან.
თუ გაგიჩნდათ შეკითხვები მოგვწერეთ info@webmix.ge
Copyright © 2004-2007, WebMix Design L.L.C. All rights reserved.
|